ხვალ, 30 ოქტომბერს, ევროკომისია  გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროკომისიაში დაუდასტურეს.

საუბარია ანგარიშზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, რამდენად ასრულებს ან არ ასრულებს საქართველო ბრიუსელის 9 რეკომენდაციას და, შესაბამისად, იმსახურებს თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას. სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე უნდა მიიღონ შემდეგ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.

„დიახ, ხვალ ველოდებით გაფართოების პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს 10-ვე ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით“, – მისწერეს ნეტგაზეთს ევროკომისიიდან.