ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები და დაპირებები საქართველოს ევროპული გზისგან აშორებს.
„[მოლდოვასთან შედარებით], საქართველოში უფერული სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი დაპირებები და ქმედებები აშორებს საქართველოს ევროპული გზისგან. მმართველი პარტია იხრება ავტორიტარიზმისკენ. ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეწყდა.
მოდით, დაველოდოთ არჩევნებს – უმნიშვნელოვანესი ტესტია საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი გზისთვის ევროკავშირში“, – თქვა მან 14 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე.
