საზოგადოება

პირი, რომელიც გერმანელ პოლიციელს პრობლემებით ემუქრებოდა, ბექა ოდიშარიას შვილია – მედია

4 ოქტომბერი, 2024 •
პირი, რომელიც გერმანელ პოლიციელს პრობლემებით ემუქრებოდა, ბექა ოდიშარიას შვილია – მედია

გერმანული გამოცემის, “შპიგელის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქე პოლიციელიელებს “პრობლემებით” ემუქრება, ერთ-ერთი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შვილია.

ეს ინფორმაცია “სტუდია მონიტორს” ოდიშარიას მეუღლემ დაუდასტურა. იგი ამბობს, რომ მის შვილს “აქვს ნებართვა და აჩვენებს, რომ არაა ჩვეულებრივი ტურისტი”. მაკუნა გამცემლიძის თქმით, ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებს მისი შვილი და მეგობრები სხვა პირებში აერიათ და მათ დაკავებას აპირებდნენ.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიციელებს ეუბნება, რომ ისინი “ჩვეულებრივი ტურისტები არ არიან” და აცხადებდ, რომ სამართალდამცავებს პრობლემები შეექმნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი