საზოგადოება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ საარჩევნო სიაში არ ვიქნები – გვარამია

25 სექტემბერი, 2024 •
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ საარჩევნო სიაში არ ვიქნები – გვარამია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საარჩევნო სიაში არ იქნება.

ამასთან, გვარამიას თქმით, პრეტენზია არ აქვს არჩევნების შემდეგ შესაძლო სამთავრობო კოალიციაში ყოფნაზეც.

ამის შესახებ მან დღეს, 25 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, როდესაც პოლიტიკაში ახალი ადამიანების მოსვლაზე საუბრობდა, არა მხოლოდ ახალ თაობას გულისხმობდა, არამედ იმ ხალხს, ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და „არ ამძიმებს წარსული შეცდომები და ამ მხრივ უპირატესობას არ აძლევს “ოცნების” პროპაგანდას“.

გვარამიას თქმით,  არ აპირებს „რუხ კარდინალობას“ და საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩება.

„მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კვლავ ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელად და კოალიციის ლიდერადაც, პარტია „ახალის“ ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს. ჩემი მაგალითით მინდა, რომ სხვა პარტიებს ასევე და ზოგადად, საზოგადოებას ვუთხრა, მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს. ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ ხალხთან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ჰქონდეთ ასევე იმათ, ვინც რეალურად ახლა იწყებს პოლიტიკურ გზას“, – განაცხადა გვარამიამ

მასალების გადაბეჭდვის წესი