იპოვეს გიორგი გახელაძის ცხედარი, რომელსაც ოჯახი 20 ივნისის შემდეგ ეძებს. ის სახლიდან 19 ივნისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის ინფორმაციით, მისი ტელეფონიდან ბოლო სიგნალი ვაკის პარკის ტერიტორიიდან დაფიქსირდა. მისი ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს იპოვეს.
გახელაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დრონებისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით ეძებდა. გარდა სამაშველო ბრიგადისა, მის ძებნაში ჩართულები იყვნენ რიგითი მოქალაქეების მოხალისეობრივი ჯგუფები.
ამ ხნის განმავლობაში გახელაძის ცოლმა, ირმა მალაციძემ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, რომ უკავშირდებოდნენ ადამიანები, ვინც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე შენიშნეს პიროვნებამ ვინც დაკარგულ გახელაძეს მიამსგავსეს. ამის შემდეგ, გახელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ორგანიზებულად მიდიოდნენ იმ ტერიტორიაზე და ეძებდნენ დაკარგულ კაცს.
გიორგი გახელაძე იყო განათლების საკითხების მკვლევარი, პროფესორი, ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.