„რუსული კანონის“ წინააღმდეგ თბილისში „ევროპის მარში“ იმართება.
აქციის მონაწილეები თბილისში შეიკრიბნენ ოთხ ლოკაციაზე: წერეთლის გამზირი (რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და წერეთლის გამზირი (მშობლების მარში) და მსვლელობით მიემართებიან ევროპის მოედნისკენ.
მსვლელობის შედეგად საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა ორივე სანაპიროზე, რუსთაველის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.