რუსეთში ტერაქტის საქმეზე 11 პირი დააკავეს, დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი დაშავდა. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა ვლადიმერ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, რომელთა შორისაა ოთხივე ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერაქტში. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად“, — აცხადებენ კრემლში. ФСБ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებით, ოთხი ტერორისტი … ვრცლად რუსეთში ტერაქტის საქმეზე 11 პირი დააკავეს, დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა