საზოგადოება

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა ანგარიშით 2:0

21 მარტი, 2024 • 1149
საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა ანგარიშით 2:0

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე მოსახვედრი პლეიოფის ნახევარფინალში დღეს, 21 მარტს, დინამო არენაზე, ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:0.

ორივე გოლი საქართველოს ნაკრების მე-8 ნომერმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვებით აგრძელებს ბრძოლას ევრო 2024-ზე მოსახვედრად. ქართველი ფეხბურთელები 26 მარტს, ასევე დინამო არენაზე, შეხვდებიან საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს, რომელიც დღესვე, შუაღამისას გაირკვევა.

სწორედ 26 მარტის თამაში იქნება გადამწყვეტი, მოხვდება თუ არა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი