საზოგადოება

ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს

21 ნოემბერი, 2023 • 1251
ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს

ხვალ, 22 ნოემბერს, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან  რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით.

თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები  და რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოითხოვა.

„საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში“ – ასე ჰქვია რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკვე ასახულია ევროპარლამენის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით დღეს მოლაპარაკებებს გამართავს თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე.

„ეს სასტიკი მკვლელობა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მირიამ ლექსმანი პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).


6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრიეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი