საზოგადოება

„ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“ — ხაბეიშვილი ენმ-დან წევრების გარიცხვაზე საუბრობს

16 ნოემბერი, 2023 • 5149
„ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“ — ხაბეიშვილი ენმ-დან წევრების გარიცხვაზე საუბრობს

23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნას და დიდ შეკრებას გეგმავს. ამ დღეს პარტიას დაანონსებული აქვს ახალი გადაწყვეტილებების გამოცხადება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის. ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს ენმ-ის ამომრჩეველი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, 23 ნოემბერი იქნება ერთიანობის გამოვლინება და ისინი, ვინც წასვლას აპირებენ, წავლენ თუ დარჩებიან.

„თუ არადა, გავუშვებთ“, — თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი იმ პირობებში, როცა პარტიას აზიანებენ“, — დასძინა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკა მელია, რომელიც პარტიაში დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, ამბობს, რომ ენმ-ში მისი დარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ პარტიაში კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენები აღარ იქნება. ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას „ოპტიმალურ დროში“ მიიღებს.

მელიას თქმით, ენმ-ის დატოვებაზე გადაწყვეტილებას „ოპტიმალურ დროში“ მიიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი