საზოგადოება

Politico: ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

8 ნოემბერი, 2023 • 1077
Politico: ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“.

მათი ორი რესპონდენტის, ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. იმავე წლის ზაფხულში მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა და სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12 რეკომენდაცია მიიღეს. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ რეკომენდაციები შეასრულა, თუმცა როგორც თბილისში მყოფი ჟოზეფ ბორელი ამბობდა, საქართველომ სრულად შეასრულა 12-დან 3 რეკომენდაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი