საზოგადოება

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს ქართველი მომღერალი ზვიად აბაშიძე დაიღუპა

7 ნოემბერი, 2023 • 9094
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს ქართველი მომღერალი ზვიად აბაშიძე დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს, ქართველი მომღერალი და მსახიობი ზვიად აბაშიძე დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ის ადგილზე დაჭრილებს ეხმარებოდა.

ოჯახის ახლობელმა 7 ნოემბერს განცხადება გაავრცელა დაღუპულის შესახებ, სადაც აღნიშნულია:

„ზვიადი რაღაც პერიოდი ცხოვრობდა უკრაინაში, ჰყავს უკრაინელი ცოლ-შვილი. 2022 წელს წავიდა რუსეთში. ოჯახის ინფორმაციით, სამუშაოდ. ზვიადი იყო მომღერალი.

4 ნოემბერს გავიგეთ ზვიადის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა, როგორც მედიკოსი და ეხმარებოდა დაჭრილებს, რა დროსაც დაიღუპა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს.

ბევრი დეტალი დაუზუსტებელია და ოჯახი ცდილობს გარკვევას. მიუხედავად თემის სიმძიმისა, გთხოვთ ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას (აქ წერია ყველაფერი, რაც რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტად ვიცით).

გთხოვთ, ძალიან მძიმე ოჯახურ ტრაგედიას (მათ შორის მორალურად) კიდევ ნუ დაამძიმებთ“.

ზვიად აბაშიძე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა წლების წინ, სატელევიზიო პროექტ „ნუცას სკოლიდან“. ის წლების განმავლობაში თამაშობდა თელავის თეატრშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი