საზოგადოება

რუსმა ოკუპანტებმა კირბალთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს

6 ნოემბერი, 2023 • 1256
რუსმა ოკუპანტებმა კირბალთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ასევე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი