ნეტგაზეთი | პატრიარქის ჯილდოები აჭარაში პატრიარქის ჯილდოები აჭარაში – Netgazeti
RU | GE  

პატრიარქის ჯილდოები აჭარაში

გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ილია მეორემ დეკანოზი გიორგი ბეჭვაია. დეკანოზის  ხარისხი  მიენიჭათ აჭარაში მოღვაწე  მღვდლებს – ლუკა მიქაბერიძეს, აბრაამ გორდელაძესა  და გიორგი მამალაძეს.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარაში იმყოფება.  ილია მეორემ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები მოხუცები მოინახულა, ასევე ეწვია  წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლს და  იქ მცხოვრებნი დალოცა.

გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა პატრიარქმა დეკანოზი გიორგი ბეჭვაია. დეკანოზის  ხარისხი  მიენიჭათ აჭარაში მოღვაწე  მღვდლებს – ლუკა მიქაბერიძეს, აბრაამ გორდელაძესა  და გიორგი მამალაძეს.

დეკანოზი გახდა მღვდელი ვახტანგ გოგოლაძეც, რომელიც  პატრიარქმა  ასევე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

ოქროს ჯვრის ტარების უფლება და  იღუმენიას ხარისხი  აქვს უკვე  წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელს, მონაზონ სიდონიას.

ბათუმისა და სხალთის ეპარქიის საეპისკოპოსოს ინფორმაციით,  პატრიარქი აჭარაში ათ დღეს დარჩება. იგი საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის რეზიდენციაში ცხოვრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გაზეთი „ბათუმელები“