საზოგადოება

კვამლით დაფარული სოფლები აწყურში

9 აგვისტო, 2010 • • 1114
კვამლით დაფარული სოფლები აწყურში

ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში ცეცხლი ჯერჯერობით ვერ ჩააქრეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის სავარაუდო მიზეზები ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურაა.

ამ ეტაპზე აწყურში მდგომარეობა სტაბილურია და ხანძრის ჩაქრობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მოხერხდება.

რეგიონში  საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი მუშაობს. მობილიზებული რჩება საჰაერო ტექნიკა. გარემოს დაცვის ინსპექციის,  სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას და ტყეში გზები შეჰყავთ.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კერები არ დაფიქსირებულა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში. ამ დროისთვის ქარი ახალციხიდან აწყურისკენ უბერავს, რის გამოც სოფელი წნისი, კრიოხი და კლდე კვამლით არის დაფარული. მიმდინარეობს ღია კერების ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობა და 500 მოსახლისეც მონაწილეობს.
ხანძარი აწყურის ტყეში 4 აგვისტოს გაჩნდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს წინსაწარი ინფორმაციით, აწყურსა და ბორჯომში დაახლოებით 25 ჰექტარი ტყეა დამწვარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი