საზოგადოება

ხანძარი სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში

8 სექტემბერი, 2023 • 3987
ხანძარი სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში

8 სექტემბერს, საღამოს ხანძარი გაჩნდა სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს კინოარქივის  პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

პრესამსახურის ცნობით, საცავში ინახებოდა ფილმების ნიტროფუძიანი ფირები. ეს თვითაალებადი ფირებია, უცნობია განადგურდა თუ არა ყველა. 

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. უწყება თავდაპირველად ამბობდა, რომ ეს იყო არქივის ეზოში ცალკე მდგარი შენობა, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” უთხრეს, არ ფლობდნენ ინფორმაციას, ვის ეკუთვნოდა ეს შენობა. ამ დრომდე მწირ ინფორმაციას გასცემენ სახელმწიფო უწყებები ხანძრის და მიყენებული ზიანის შესახებ. 

ამ დროისთვის არ გაუვრცელებია ინფორმაცია ეროვნულ არქივს და კულტურის სამინისტროს ზიანის შესახებ.  ეროვნული არქივის ცნობით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. 

ხანძარი არ გადასულა არქივის ძირითად, ასევე სხვა მიმდებარე შენობებზე. 

ჯერჯერობით ასევე უცნობია ხანძრის მიზეზი და დაიწყო თუ არა გამოძიება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი