საზოგადოება

ბუშის თქმით, ტკივილს აყენებს ის, თუ როგორ ეპყრობიან სააკაშვილს

4 სექტემბერი, 2023 • 1420
ბუშის თქმით, ტკივილს აყენებს ის, თუ როგორ ეპყრობიან სააკაშვილს

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორმა, დეივიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე დღეს, 4 სექტემბერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვა წაიკითხა ქართველი ხალხისადმი.

ბუშის თქმით, აშშ-ში მას „ტკივილს აყენებს“ ის, თუ როგორ ექცევიან ციხეში მიხეილ სააკაშვილს. აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენადაა დემოკრატიის ერთგული საქართველოს მთავრობა.

მისივე მოსაზრებით, უკრაინის გამარჯვებამ შესაძლოა, დეოკუპაციის საშუალება მისცეს საქართველოს.

„თქვენი თბილისში ყოფნის პარალელურად, მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზეა მიპყრობილი. ომის დასასრულს უზარმაზარი გავლენა ექნება დემოკრატიასა და თავისუფლებაზე მთელ მსოფლიოში. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიის ძალებს შეუძლიათ გამარჯვება. აჩვენებს თავისუფლებაში ცხოვრების მსურველი ხალხის ძალას და შეიძლება  გახსნის კიდეც თქვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დეოკუპაციის შესაძლებლობას, პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ.

ქართველი ხალხი კვლავაც ინარჩუნებს ძლიერ მხარდაჭერას ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში წევრობისადმი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს მნიშვნელოვან როლს თქვენი ქვეყნის წინსვლაში.

საქართველოს ჩემს გონებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ აშშ-ში. თუმცა, არსად მიდის კითხვები დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების შესახებ. ტკივილს განვიცდი, [როცა ვუყურებ], როგორ ექცევიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს [მიხეილ სააკაშვილს], რომელსაც ვიცნობ. ასევე, ბევრი დარდობს ზრდად რუსული გავლენაზე და მთავრობის მიერ უკრაინის ხალხისა მთავრობისა და მხარდაჭერის [დონით].

ახლა ის დროა, ყველა გავერთიანდეთ თავისუფლებისთვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი მსოფლიოს ყველა წერტილში“, – ნათქვამია ბუშის მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი