საზოგადოება

რაჭაში გზის ნაწილი ჩამოიშალა — რას ამბობს გზების დეპარტამენტი

27 აგვისტო, 2023 •
რაჭაში გზის ნაწილი ჩამოიშალა — რას ამბობს გზების დეპარტამენტი

ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზის ნაწილის ჩამოშლაზე საავტომობილო გზების დეპარტმენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ წინასწარ მიიღეს უსაფრთხოების ზომები, რის გამოც შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გზის ნაწილი ჩამოიშალა გუშინ, 26 აგვისტოს, ქუთაის ი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, სადაც საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოებისას „ჩამოიშალა მიწის მცირემეტრიანი მასა“.

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში, გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40-მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე. ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა“, — აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გზის ჩამოშლის მომენტი თვითმხილველებმა გადაიღეს. ვიდეო „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი