ქართველი მსახიობი ლევან დობორჯგინიძე 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
ლევან დობორჯგინიძე მაყურებელმა გაიცნო რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმიდან “გასეირნება ყარაბაღში”, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.
ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში: “კონფლიქტის ზონა” და “ბოლო გასეირნება”, რომლებიც, ზემოხსენებულ ფილმთან ერთად, ერთი კინოტრილოგიის ნაწილია.