საზოგადოება

„არ ვიშურებთ ძალისხმევას“ – ზახაროვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე

29 ივნისი, 2023 • 3091
„არ ვიშურებთ ძალისხმევას“ – ზახაროვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე

რუსეთი „არ იშურებს ძალისხმევას“, რათა სომხეთთან, აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგეს.

სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, განაცხადა მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

„არ ვიშურებთ ძალისხმევას დასახული მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზაციისთვის. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტებს, ხელმოწერილს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, და შესაბამის კომისიებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით. ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება ყველაფერი, რათა ეს რეალიზებული იყოს“, – ციტირებენ ზახაროვას სომხური მედიასაშუალებები.

აქამდე აფხაზეთის გავლით ტრანზიტის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა სერგეი კატირინმა, რუსეთის სავაჭრო-საწარმო პალატის პრეზიდენტმა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ეს საკითხი განიხილეს რუსეთ-საქართველის საქმიანი საბჭოს სხდომაზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი