საზოგადოება

კალაძის თქმით, უკრაინის სოლიდარობის მატჩში მონაწილეობა არ შეუთავაზებიათ

28 ივნისი, 2023 • 14998
კალაძის თქმით, უკრაინის სოლიდარობის მატჩში მონაწილეობა არ შეუთავაზებიათ

თბილისის მერი, კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე ამბობს, რომ უკრაინის სოლიდარობის საფეხბურთო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„მოწვევა არ მიმიღია და მონაწილეობასაც ვერ მივღებ. ბოლოს როდის გახსოვთ, მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში? “ — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს 27 ივნისს.

კითხვას, მოწვევა რომ გქონოდათ, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, კალაძემ უპასუხა:

„თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა“.

Game4Ukraine არის საფეხბურთო მატჩი, რომელიც 5 აგვისტოს ლონდონში, სტემფორდ ბრიჯზე იმართება. საქველმოქმედო მატჩის ორგანიზატორები არიან უკრაინელი ფეხბურთელები — ანდრეი შევჩენკო და ოლეკსანდრ ზინჩენკო.

მატჩში ფეხბურთის ლეგენდები მონაწილეობენ, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე.

საქველმოქმედო მატჩის ფარგლებში მოგროვებული თანხა ჩერნიჰივის ოლქში, მიჰაილო-კოტსიუბინსკის სკოლის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნილი სკოლა რუსულმა ავიაციამ 2022 წლის 4 მარტს მიწასთან გაასწორა.

მასალების გადაბეჭდვის წესი