საზოგადოება

ევროკავშირმა დევნილებს 43,5 მილიონი ევროთი დაეხმარება

13 ივლისი, 2010 • 1265
ევროკავშირმა დევნილებს 43,5 მილიონი ევროთი დაეხმარება

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ევროკავშირი უკვე მესამეჯერ ეხმარება დევნილებს. თანხის უმეტესი ნაწილი 5000-მდე დევნილი ოჯახის საცხვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება, დაახლოებით 10 მილონი საავადმყოფოების, გზებისა და სკოლების მსენევლობას, დაახლოებით ხუთი მილიონი კი კერძო ინვესტიციებისათვის არის განკუთვნილი.

დოკუმენტს  ხელი ქალაქ რუსთავში, დევნილებით დასახლებული ერთ-ერთი შემობის ეზოში მოეწერა. თანხას ფინანსთა სამინისტრო განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი პროექტების განხორციელებისათვის გაუნაწილებს.

,,თანხა დევნილი ოჯახებისთვის კომპაქტური ცენტრების გარემონტებას და დაკანონებას მოხმარდება, ასევე კარკასული ობიექტების ბინებად გადაკეთებას და დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემას. ევროკავშირის დახმარება ასევე დევნილთა დასაქმებაშიც დაიხარჯება, რადგან სარემონტო სამუშაოებში თავად დევნილები ღებულობენ მონაწილეობას”, –  განაცხადა კობა სუბელინმა, ლტოლვილთა და განსხლების მინისტრმა.

ხელმოწერის ცერემონიალს  ვროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდიც დაესწრო. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დღეს ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევის შედეგია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი