პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტებს პლაკატები წაართვა და დაუხია — ვიდეო

პოლიციელებმა პარლამენტთან მშვიდობიან მომიტინგეებს პლაკატები წაართვეს და დაუხიეს. შემთხვევა 1 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. კადრებში, რომლებიც აქტივისტმა გელა ხასაიამ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიციელები მიდიან აქტივისტებთან და პლაკატებს უხევენ. ერთ-ერთ პლაკატზე ჩანს საქართველოს დროშა და აკაკი წერეთლის ანტირუსული ლექსის ნაწყვეტი: „დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო, რომ მფლობელად აღგიარო.“ პოლიციელებმა კარვის … ვრცლად პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტებს პლაკატები წაართვა და დაუხია — ვიდეო