საზოგადოება

თბილისში თვითმკვლელობის სტატისტიკა გაიზარდა

12 ივლისი, 2010 • 1124
თბილისში თვითმკვლელობის სტატისტიკა გაიზარდა

თბილისის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე  წელს, მტკვარში სულ 26-მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა.

დღეს, დილის 4 საათზე,  ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში 65 წლის მამაკაცი გადახტა. თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის სამაშველო ჯგუფმა მამაკაცი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოყვანა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა.

როგორც თბილისის საგანაგებო სიტუაციათა სამსახურის სამაშველო ჯგუფის უფროსმა თემურ გიორგაძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, ასეთი ტიპის ფაქტების ციფრმა წელს, შარშანდელთან შედარებით იმატა. „წელს 6 ადამიანი დაიღუპა და 20–ის გადარჩენა მოვახერხეთ“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი