საზოგადოება

თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტების გარეშე

26 მაისი, 2023 • 2114
თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტების გარეშე

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მომუშავე მედიას თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის კთხვების დასმის საშუალება არ მიეცა.

ბურჭულაძე დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე მივიდა თავისუფლების მოედანზე და კომენტარი გააკეთა მედიასთან, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე.

პრესსამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მიკროფონები გამოართვეს, მიიტანეს მინისტრთან, რომელიც მედიისთვის განკუთვნილი სივრციდან მოშორებით, რამდენიმე მეტრში იდგა. თავად ჟურნალისტები კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრულ სივრცეში არიან განთავსებული.

შესაბამისად, ნეტგაზეთისთვის უცნობია, რაზე ისაუბრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიკროფონებთნ, რომელიც პრესსამსახურის თანამშრომლებს ეჭირათ.

მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, ღონისძიების პროტოკოლით, მედიას თანამდებობის პირებთან მიახლოების საშუალება ღონისძიების დასრულებამდე არ ექნება.

26 მაისის აღსანიშნად ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

მთავარ ფოტოზე: მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პრესსამსახურის თანამშრომლებთან აკეთებს კომენტარს. ფოტო გადაღებულია მედიისთვის შემოსაზღვრული სივრციდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი