კომპანია „Georgian Airways“-ს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა მიეცა.
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ფრენებს 20 მაისიდან დაიწყებს, თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.
კვირაში ამ მიმართულებით შვიდი ფრენა შედგება.
აქამდე სააგენტომ საქართველო-რუსეთს შორის რეისების განხორციელების ნებართვა რუსულ კომპანია „აზიმუტსაც“ მისცა. შეზღუდვა ორ ქვეყანას პირდაპირ ფრენებზე მოსკოვმა 10 მაისს გააუქმა.