საზოგადოება

ჩინეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული

2 მაისი, 2023 • 1051
ჩინეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული

ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული.

საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც „გაეროსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობას ეხება“.

დოკუმენტი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 122 ხმით დაამტკიცა და მხარდამჭერებს შორის ჩინეთთან ერთად სხვა არაერთი „რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი“ ქვეყანა, მათ შორის ყაზახეთი, სომხეთ, ინდოეთი და ბრაზილიაც არიან.

კერძოდ, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ „უპრეცედენტო გამოწვევების პირისპირაა“ და მოთხოვნილია „მოსკოვის აგრესიით“ დაზარალებულთათვის ზიანის „კომპენსირება“.

დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ბელარუსმა, ნიკარაგუამ, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და თავად რუსეთმა.

ბრიტანული Sky-ის მიხედვით, ანალიტიკოსი დოქტორი სამუელ რამანი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად არ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკას რუსეთის მიმართ. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი რაიან მარტინეს მიტჩელი კი ამატებს, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა არც ჩინეთის სამართლებრივი პოზიციის ცვლილებაზე მიანიშნებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამის ფიქრის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ ჩინეთი ერთ-ერთი იყო იმ 48 ქვეყანას შორის, რომლის დელეგაციაც არ დაესწრო იმ პარაგრაფის კენჭისყრას, რომელიც პირდაპირ გმობდა რუსეთის აგრესიას. თუმცა ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ეს ნაბიჯი ჩინეთს ისეთ ქვეყნებთან აჯგუფებს, როგორიცაა მექსიკა და ინდოეთი და არა მათთან, ვინც ტერმინოლოგიის გამო მთლიანი დოკუმენტი ჩააგდო:

„ამ ხმის მიცემას „დიპლომატიური მნიშვნელობა“ აქვს“, — აცხადებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი