საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე

14 ივნისი, 2010 • 1176
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე

დღეს თბილისში შერატონ მეტეხი პალასში  დაიწყო მეორე გამოფენა-ფორუმი, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე საზოგადოების უკეთ ინფორმირება, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების წარმოჩენა და თანამშრომლობის გაღრმავება. 

გამოფენა-ფორუმში მონაწილეობას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემაზე მომუშავე 42 ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ფორუმის ფარგლებში გაიმართება დებატები, მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობების პრეზენტაცია, ფოტო-გამოფენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემაზე შექმნილი კინოფილმებისა და სოციალური რგოლების ჩვენება. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სპეციალური პრიზებით  დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პირები და ორგანიზაციები.

მეორე გამოფენა-ფორუმი იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ”თანაბარი პირობების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის” ფარგლებში.  გამოფენა-ფორუმის ორგანიზატორები არიან კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”, “პირველი ნაბიჯი საქართველო” და Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები). მხარდამჭერები: ქ. თბილისის მერია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, მსოფლიოს ინვალიდობის ინსტიტუტი, (WID) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი