საზოგადოება

სააკაშვილს ოპერაცია სჭირდება, თორემ სიარულს ვეღარ შეძლებს — ექიმი კობი

17 იანვარი, 2023 • 1005
სააკაშვილს ოპერაცია სჭირდება, თორემ სიარულს ვეღარ შეძლებს — ექიმი კობი

ამერიკელი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ქირურგი ჯეიმს კობი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობას პრაქტიკულად ვეღარ შეძლებს.

ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციური გამოკითხვისას განაცხადა. ჯეიმს კობის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს შემდეგი დიაგნოზები:

  • მარცხენა მხრის სახსრის ართრიტი და უკანა დისლოკაცია,
  • მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი,
  • დაზიანებული (გახეული) მალთაშუა დისკი კისრის მიდამოში და რადიკულოპათია,
  • სპინალური სტენოზი, რის საფუძველზეც ხდება ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე.

ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან, კობის შეფასებით, ყველაზე სერიოზული და მტკივნეულია კისრის და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა.

„მას სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე, ასევე, ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მხრის სახსარზე. ასევე, სავარაუდო ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე. მას მოძრაობა მკვეთრად გართულებული აქვს. თუ ეს ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება და პრაქტიკულად, სიარულს და მოძრაობას ვეღარ შეძლებს“, — განაცხადა ჯეიმს კობიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი