საზოგადოება

ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

15 იანვარი, 2023 • 1812
ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

კინომსახიობი და მომღერალი, ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ადასტურებს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.

ბუბა კიკაბიძე საქართველოს კინოსა და ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი იყო. ვრცელი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ის მღეროდა ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა „დიელო“, „რერო“ და „ორერა“.

გარდა ამისა, შესრულებული აქვს არაერთი როლი, მათ შორის: პავლე – „ვერის უბნის მელოდიები“; ვალიკო მიზანდარი – „მიმინო“; გია – „შეხვედრა მთაში“ და მრავალი სხვა.

კიკაბიძე 2020 წლიდან საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი