საზოგადოება

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია

18 დეკემბერი, 2022 • 1402
არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია

2022 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გახდა. მან საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.

ამ შედეგით არგენტინა, 1978 და 1986 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, მესამედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.

ანგარიში არგენტინის კაპიტანმა ლიონელ მესიმ მატჩის პირველ ნახევარში, 23-ე წუთზე გატანილი პენალტით გახსნა, მეორე გოლი კი საფრანგეთს ანხელ დი მარიამ გაუტანა 36-ე წუთზე.

მატჩის მეორე ნახევარი დასასრულისკენ მიდიოდა, როცა არგენტინამ სენსაციურად მოკლე დროში დაკარგა უპირატესობა: მე-80 წუთზე კილიან მბაპეს მიერ გატანილი პენალტით და 81-ე წუთზე მის მიერვე გატანილი მეორე ბურთით ანგარიში გათანაბრდა.

დამატებით დროში, მეორე დამატებულ ტაიმში, ლიონელ მესის გოლით არგენტინის ნაკრები ისევ დაწინაურდა ანგარიშით 3:2, თუმცა კილიან მბაპეს მიერ გატანილმა პენალტმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

საბოლოოდ, მეტად დაძაბული ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც არგენტინამ გაიმარჯვა ანგარიშით 4:2 და მსოფლიო თასის მფლობელიც გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი