ექსპრეზიდენტის ძმის, გიორგი სააკაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია 7 თვის წინანდელი ბოლო სასამართლო პროცესის შემდეგ, როდესაც ის შეუძლოდ გახდა.
“ვერც კი იცნობთ, ისეთ მდგომარეობაშია დღესდღეისობით”,- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი იმართება.
გიორგი სააკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრება, რათა ნათელი მოეფინოს მისი მდგომარეობის სიმძიმეს. თუმცა, ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, “ვივამედის” ექიმებს არ გაუციათ ნებართვა პაციენტის ტრანსპორტირებაზე.
“ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ არის ვარაუდი, რომ „ვივამედის” ექიმები ტრანსპორტირებაზე ნებართვას არ გასცემენ, მისი არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე. “ვივამედის” კლინიკა სასამართლოდან 2 წუთის მანძილზეა. დაველოდოთ. მაინც იმედს ვიქონიებ, რომ შეძლებს, დაესწრება სასამართლო პროცესს და თვითონ გასცემს პასუხს შეკითხვებს, რაც საზოგადოებას აწუხებს ბოლო თვეების მანძილზე”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.