დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, დაიღუპა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის კლინიკა ავრცელებს. კლინიკის თქმით, ინციდენტისას დაშავებული ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია მოახერხეს და ის სხვა კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. „რაც შეეხება გოგონას, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, — განაცხადა ექიმმა. დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შესასვლელის სიახლოვეს, შადრევანში … Continue reading დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა