საზოგადოება

ალექსანდრე ელისაშვილმა ქარტიის პრინციპი დაარღვია

6 მაისი, 2010 • • 1152
ალექსანდრე ელისაშვილმა ქარტიის პრინციპი დაარღვია

დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიის საბჭომ ფონდ ”ინკლუზივის” ხელმძღვანელის, პაატა საბელაშვილის საჩივარი განიხილა. საქმე ეხება  9  მარტს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გასულ გადაცემა „ბარიერს“ , რომელიც ჟურნალისტ ალექსანდრე ელისაშვილს მიყავდა. საბელაშვილის თქმით, გადაცემაში ჰომოფობიური განცხადებები გაკეთდა.

საბჭომ გადაწყვეტილება 7 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელშიც ნათქვამია, რომ “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით “.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა, როგორც ელისაშვილი, ასევე საბელიშვილი.

საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე ამბობს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ყველა კითხვას უპასუხა და  გადაწყვეტილების მიღებაში საბჭოს ძალიან დაეხმარა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქარტიის საბჭოში საჩივრის შეტანის შესახებ გახდა ცნობილი, ჟურნალისტი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, იგი არ ფიქრობდა, რომ ქარტიის რომელიმე პრინციპი დაარღვია, ენდობა საბჭოს გადაწყვეტილებას. 

დღეს საბჭომ, გარდა ელისაშვილის საქმისა, ნათია კობერიძის საქმეც განიხილა. ჟურნალისტმა საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა, რაც საბჭომ დააკმაყოფილა.

 

ამავე თემაზე:

საჩივარი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ

ქარტიის საბჭო კობერიძის საკითხზე მსჯელობს

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება

კობერიძე ქარტიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს

გავრიცხოთ, გავრიცხოთ…თუ არ გავრიცხოთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი