მატარებლების კომპანიის მიერ შეცდომით გამოქვეყნებულმა პოსტმა ტვიტერზე, მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტრენდი გამოიწვია სოცქსელებში, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდნენ.
სხვადასხვა კომპანია, პოლიტიკოსი თუ ცნობილი სახე მეორე დღეა ტვიტერზე ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებს.
მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაწერა: დემოკრატია, ვშინგტონ პოსტმა – news (ახალი ამბავი), ვოლოდიმირ ზელენსკიმ – თავისუფლება და ა.შ.
ეს ყველაფერი აშშ-ში დაწყებული ტრენდის ამბავია, რომელიც მატარებლების კომპანია Amtrak-ის გვერდის ადმინისტრატორის მიერ შეცდომით გამოქვეყნებულ პოსტს მოყვა. Amtrak-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა ერთსიტყვიანი პოსტი: “მატარებლები”, რამაც სოცქსელებში სახალისო რეაქციები გამოიწვია. ამ კონკრეტულ პოსტს 170 ათასი მოწონება და 20 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.
trains
— Amtrak (@Amtrak) September 1, 2022
ამ ტრენდში არაერთი კომპანია თუ ცნობილი ადამიანი ჩაერთო. მაგალითად ნასა:
universe
— NASA (@NASA) September 1, 2022
ვაშინგტონ პოსტი
news
— The Washington Post (@washingtonpost) September 1, 2022
ზელენსკი
Freedom
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 2, 2022
ბაიდენი
democracy
— President Biden (@POTUS) September 2, 2022
ბორის ჯონსონი
Ukraine https://t.co/rFuMdh8Pnh
— Boris Johnson (@BorisJohnson) September 2, 2022
ასევე:
-
უკრაინის განცხადებით, რუსულ აეროდრომზე 6 ბომბდამშენი გაანადგურეს -
უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული შეტევა – რას ამბობს ზელენსკი -
„სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრს დრონებმა დაარტყეს – მომხმარებლები შეფერხებებზე ჩივიან -
რუსეთი კიევს ბალისტიკური რაკეტებით უტევს – ზელენსკის თქმით, პარტნიორებისგან გაფრთხილება არ ყოფილა
-
22.10.2026 მეორე დღეა ევა გოცირიძე ითხოვს დაზუსტებას, რომელ პარტიას რას ედავება „ოცნება“ -
22.10.2026 ომბუდსმენის აპარატმა დავით ფეიქრიშვილის საქმის შესწავლა დაიწყო -
22.10.2026 საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა – Freedom House -
22.10.2026 ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაცია დასრულდა – გაუქმდა 3 დეპარტამენტი -
22.10.2026 ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა -
22.10.2026 თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
