საზოგადოება

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? – იუნისეფის რჩევები მშობლებს

2 სექტემბერი, 2022 • 1545
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? – იუნისეფის რჩევები მშობლებს

„კითხვის სიყვარული ხსნის თავგადასავლების, ახალი რაღაცების სწავლისა და ენის სწავლის განვითარების კარებს“, – წერს „იუნისეფი“ (გაეროს ბავშვთა ფონდი) და აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა შეაყვარონ კითხვა მშობლებმა შვილებს.

თავიდანვე დაიწყეთ

კითხვა ახალშობილისთვის მათ ცხოვრების საუკეთესო დაწყებას უზრუნველყოფს. ბავშვები ენას სწავლობენ უფროსებისგან, რომლებიც მათ სიტყვებს უკთხავენ და უმეორებენ. როდესაც ბავშვს უკითხავთ, ისაუბრეთ პერსონაჟებზე და ობიექტებზე, ხმებზე, რომლებსაც ცხოველები გამოსცემენ. თქვენი ხმის გაგონება ეხმარება მათ, მნიშვნელობა მიანიჭონ ასოებს და სურათებს. კითხვისას შეეცადეთ სხვადასხვა ინტონაციით და აქცენტით იკითხოთ სხვადასხვა პერსონაჟების გახმოვანებისას. ამგვარად, ბავშვი პროცესში მონაწილეობს, ისტორია კი ცოცხლდება!

გახსოვდეთ: ბავშვებს წიგნები კითხვის სწავლამდეც უყვართ. წიგნებთან დროის ერთად გატარება დაეხმარება ბავშვს, კითხვა ზრდის პროცესშიც უყვარდეს.

აჩვენეთ, როგორია კარგი მკითხველი

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს კითხვა სასიამოვნო და სახალისო პროცესად მიაჩნდეს და არა რთულ ამოცანად. არის კი უკეთესი გზა ამის საჩვენებლად, ვიდრე თავად კითხვა? თუ ბავშვები ნახავენ, რომ თავად ხშირად კითხულობთ, თავადაც მიეცემათ სტიმული. ეს ასევე დაგეხმარებათ, უფრო მიმზიდველად წარმოაჩინოთ ეკრანებისგან თავისუფალი დრო.

თუ დიდი ხანია აღარ კითხულობთ, ადგილობრივი წიგნის მაგაზიების გამყიდველები და ბიბლიოთეკის მუშაკები კარგი გიდები იქნებიან თქვენთვის და ბავშვისთვის წიგნების არჩევაში. ოჯახი და მეგობრებიც კარგი დახმარეები იქნებიან! იკითხეთ მათი შვილების საყვარელ წიგნებზე და ერთად კითხვის გამოცდილებაზე. მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ პატარაც წაიყვანოთ – წიგნების ერთად არჩევა განსაკუთრებული იქნება.

იკითხეთ რიგ-რიგობით

როცა თქვენი შვილი წამოიზრდება, რიგ-რიგობით ერთმანეთს ხმამაღლა წაუკითხეთ. თუ ბავშვი ადრინდელი ასაკადანვე კითხულობს, სთხოვეთ, გაჩვენოთ ასოები და სიტყვები, რომლებიც იცის. შემდეგ, რიგ-რიგობით წაიკითხეთ წინადადებები. შესაძლებლობის ზრდასთან ერთად იკითხეთ გვერდები, შემდეგ კი თავები. კითხვისას კითხვებიც დასვით: „როგორ ფიქრობ, შემდეგ რა იქნება?“, „როგორ ფიქრობ, რატომ მოიქცა ასე სპილო?“

ხმამაღალ კითხვაში გატარებული დრო ბავშვს თავდაჯერებულობის აგებაში დაეხმარება და კარგად დაამახსოვრებს ნასწავლს.

მოუსმინეთ ბავშვს

ზრდასთან ერთად, ყურადღება მიაქცეთ ბავშვის ინტერესებს. თუ კონკრეტული საკითხი, მაგალითად დინოზავრები აინტერესებს, შეეცადეთ ამ თემაზე იპოვოთ წიგნები. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ წიგნები სწავლის ინსტრუმენტია, ის კი უფრო დიდი ალბათობით წაიკითხავს, თუ წიგნის თემა მისი საყვარელი დინოზავრებია!

არ იდარდოთ, თუ თქვენი შვილები ჯერ არ კითხულობენ აჩებეს ან დოსტოევსკის – მთავარია, რომ კითხულობენ. თუ ახლა მხოლოდ კომიქსები მოსწონთ, ესეც კარგია. კომიქსებიც და გრაფიკული ნოველებიც კითხვაა! შეგიძლიათ სხვა მასალაც მისცეთ, მაგრამ არ არის საჭირო ზეწოლა, თუ ახლა მათ ეს მასალები არ მოსწონთ.

აქციეთ რუტინად

კითხვის ცხოვრების სასიამოვნო ნაწილად ქცევა წიგნების ყოველდღიურ რუტინაში დამატებას გულისხმობს. დააწესეთ კითხვის დრო დაძინებამდე ან ტრანსპორტში ყოფნისას. ერთად ყოფნისას შეზღუდეთ ფაქტორები, რომლებიც მოგაცდენთ, მაგალითად ტელეფონები და ტელევიზორები.

კითხვით გართობის სწავლის ნაწილი სახლში წიგნებთან ყოფნაა. თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაიწყეთ ბავშვისთვის წიგნების კოლქციის შეგროვება. მასშტაბი აუცილებლად დიდი არ უნდა იყოს – პატარაც საკმარისია.

ასევე, შეგიძლიათ დაიწყოთ პატარა წიგნის კლუბი მეგობრებთან და მათ ბავშვებთან ერთად.

შედეგები

ყველა ბავშვი განსხვავებულია, მაგრამ არის რაღაც მაჩვენებლები, რომლებიც პროგრესს დაგანახებთ:

ახალშობილი – 18 თვის

  • ესმის რიგი მარტივი ფრაზები;
  • უყურებს წიგნს და ცდილობს მის გადაშლას;
  • იმიტირებს საუბარს;
  • ერთი წლის ასაკში ამბობს ერთ ან მეტ სიტყვას.

18 თვის – 3 წლის

  • ამბობს 250-300 სიტყვას 2 წლის ასაკში, 800-1000 სიტყვას სამი წლის ასაკში;
  • მოსწონს უკვე ნაცნობი წიგნების კითხვის მოსმენა;
  • იმეორებს წინადადებებს საყვარელი წიგნიდან;
  • იმიტირებს უფროსების საუბარს;
  • ითხოვს, რომ წაუკითხონ.

3-5 წლის

  • ცნობს ნაცნობ ასოებს და ცდილობს მათ გამოწერას;
  • სწორად უჭირავს წიგნი და შლის გვერდებს;
  • იდენტიფიცირებს სიტყვებს, რომლებიც ერთმანეთს ერითმება;
  • კომფორტულად იყენებს წინადადებებს;
  • სწავლობს წიგნებიდან, რომლებსაც ხმამაღლა უკითხავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი