საზოგადოება

”დაბრუნება სკოლაში” საგანმანათლებლო პრობლემების მოსასმენად

19 აპრილი, 2010 • 1252
”დაბრუნება სკოლაში” საგანმანათლებლო პრობლემების მოსასმენად

მსოფლიო კვირეულს, ”განათლება ყველას,” აღნიშნავს. კვირეული აღინიშნება საქართველოშიც. დღეს ცნობილი ქართველები  ესტუმრებიან თავიანთ სკოლას და მოისმენ სკოლის პრობლემებს.

კვირეულს ორგანიზებას უწევს ”იუნესკო” კოალიცია ”გლობალური კამპანია განათლებისთვის” ფარგლებში. კოალიციაში გაერთიანებული არიან საქველმოქმედო ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები და  სამოქალაქო ჯგუფები. საქართველოში კვირეულს  აღნიშნავს ”საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები.”

კვირეულის დევიზია ”განათლება ყველას.” იგი 19 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში თავისუფალი პროფკავშირები გეგმავს ცნობილი ადამიანები ”დააბრუნონ მშობლიურ სკოლებში.” ისინი მოისმენენ თავიანთი სკოლის პრობლემებს და გაესაუბრებიან მასწავლებლებს.

პროფკავშირის განცხადებით, მაგდა ანიკაშვილი, ლევან ვეფხვაძე, გიგი წერეთელი, გიორგი თარგამაძე, მანანა ნაჭყებია, მანან ღურჭუმალიძე, გიორგი ცაგარეიშვილი 20 აპრილს ესტუმრებიან თავიანთ სკოლებს.

”თავისუფალი პროფკავშირების” საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნატო გუბელაძემ ”ნეტგაზეთთან” საუბარში თქვა, რომ პოლიტიკოსებსა და პარლამენტარებს ხელეწიფებათ საგანმანათლებლო პრობლემების მოგვარება და დაფინანსების გაზრდა სკოლებისთვის. ამიტომ, პირადად მათ უნდა მოისმინონ სკოლების მდგომარეობის შესახებ. ეს არის ამ აქციის მთავარი გამოძახილი.”

”აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მიაპყროს საზოგადოების ყურადღება განათლების როლსა და მნიშვნელობას სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და უკეთესი მომავლის გარანტია,”- ნათქვამია თავისუფალი პროფკავშირების განცხადებაში.

გამომცემლობების მფლობელები ზრუნვამოკლებული ბავშვებისთვის შეაგროვებენ წიგნებს და საჩუქრად გადასცემენ ბავშვთა თავშესაფრების ბიბლიოთეკას.

კვირეულის ბოლოს კი გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც ”წარმოდგენილი ფოტოები წარმოაჩენენ კონტრასტულ გარემოს, რომელიც შექმნილია საგანმანათლებლო სივრცეში,”- აცხადებს ნატო გუბელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი