საზოგადოება

საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება — ფრანგი მინისტრი საქართველოზე

22 ივნისი, 2022 • 1078
საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება — ფრანგი მინისტრი საქართველოზე

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, კლემან ბონის თქმით, საქართველოს მხრიდან საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამის შესახებ ბონმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს შეხვედრის შესახებ იმსჯელეს.

„მე ვიმედოვნებ, რომ კონსენსუსი შედგება შეთანხმებაზე, რომელსაც გავაგზავნით სიგნალს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ეს არ უნდა აგვერიოს დაუყოვნებელ წევრობაში. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ სწრაფი, თუმცა, მომთხოვნნი. საქართველომ გამოხატა ევროპული პერსპექტივის მკაფიო სურვილი. ვფიქრობ, არის სხვადასხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც საჭიროა კეთილი ნების გამოსახატად, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ბონმა.

ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით 23-24 ივლისს იმსჯელებს. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი