საზოგადოება

რუსეთი ხანგრძლივი ომის გეგმას ავითარებს, ხერსონსა და მელიტოპოლში რუსული პასპორტების I პარტია დაარიგეს

12 ივნისი, 2022 • 1700
რუსეთი ხანგრძლივი ომის გეგმას ავითარებს, ხერსონსა და მელიტოპოლში რუსული პასპორტების I პარტია დაარიგეს

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ავითარებს გეგმებს უფრო ხანგრძლივი ომისთვის.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა გააგრძელეს ომის დაგეგმვა მომდევნო 120 დღით, 2022 წლის ოქტომბრამდე.

„თუ პირველი გეგმა ჰქონდათ 10-14 დღე და უკრაინის სრული ოკუპაცია, მერე ამ გეგმების შეცვლა დაიწყო, შესწორებები გაკეთდა. ფაქტობრივად, ყოველ 30 დღეში ისინი ავითარებენ ახალ გეგმებს. შესაბამისად, ცალსახად გვაქვს დადასტურებული მონაცემები, რომ მათ შემდეგი გეგმა აქვთ 120 დღის განმავლობაში“, — განაცხადა მან.

სკიბიცკიმ თქვა, რომ რუსული ძალები ეს გეგმაც დაკორექტირდება ძირითადად, დონბასში მათი წარმატებების მიხედვით.

საერთაშორისო კლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სკიბიცკის განცხადება, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ კრემლმა მინიმუმ აღიარა, რომ უკრაინაში მიზნებს სწრაფად ვერ მიაღწევს და აკორექტირებს სამხედრო მიზნებს, რათა გამოასწოროს თავდაპირველი ხარვეზები. სკიბიცკი ასევე ამბობს, რომ რუსულ ძალებს რეზერვში ჰყავთ დამატებით 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, მას შემდეგ რაც 103 უკვე განათავსეს უკრაინაში. ISW-ისთვის ეს მონაცემი ნაკლებად სავარაუდოა და ამბობს, რომ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფში შეიძლება იგულისხმებოდეს სხვადასხვა დანაყოფებიდან შეგროვებული პერსონალის მცირე კოლექტივები.

„ფრონტის ხაზზე არსებულ ქვედანაყოფებში ცოცხალი ძალის მუდმივი დეფიციტის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეზერვში ინახავს თავისი ძალების ასეთ მნიშვნელოვან ნაწილს [40 ბატალიონს]“, — წერს ომის შესმწავლელი ინსტიტუტი.

უკრაინის ოფიციალური პირები დასავლეთისგან შეტევითი და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვენ, განსაკუთრებით რუსეთის არტილერიის უპირატესობასთან საბრძოლველად. უკრაინის ჩრდილოეთ ოპერატიული სარდლობის ხელმძღვანელმა დმიტრო კრასილნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები განიცდიან შორ მანძილზე საარტილერიო სისტემების დეფიციტს, ხოლო რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინული ქვეითების დაძლევას. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მრჩეველმა ალექსანდრე დანილიუკმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა მიიღეს ახალი დაუზუსტებელი სტრატეგია, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გააკეთონ უფრო ფრთხილად მანევრები. დანილიუკმა დასძინა, რომ რუსეთის ძალებს უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე უკრაინას, რაც ხელსაყრელი იქნება გაჭიანურებული კონფლიქტის დროს. სევეროდონეცკის მერმა ალექსანდრე სტრიუკმა თქვა, რომ უკრაინელ დამცველებს სჭირდებათ შორი დისტანციური არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები ლუგანსკის ოლქში რუსული ჯარების წინსვლის წინააღმდეგ დარტყმისთვის.

„უკრაინულ ძალებს დასჭირდებათ დასავლეთის თანმიმდევრული მხარდაჭერა, განსაკუთრებით საარტილერიო სისტემებთან დაკავშირებით, რადგან რუსული რაოდენობა და რესურსები გავლენას ახდენს უკრაინულ ძალებზე მზარდ პოზიციურ ომებში“, — წერს ISW.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, 11 ივნისის მდგომარეობით, რუსული ძალები აგრძელებდნენ სახმელეთო შეტევებს სევეროდონეცკის რაიონში, მაგრამ უკრაინელი დამცველები ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის ინდუსტრიულ ზონაზე. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განაახლეს ჰირსკე-ლისიჩანსკის მაგისტრალის გასვლის მცდელობები და წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს დასახლებებზე ბახმუტ-ლისიჩანკის მაგისტრალის გასწვრივ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ესროლა, ასევე, საჰაერო დარტყმა განახორციელა პოკროვსკის მახლობლად. უკრაინული მხარის ცნობით, მათ თავდასხმის მოგერიება შეძლეს და 150-მდე დამპყრობელი, ასევე, რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

ISW-ის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებდნენ თავდასხმებს იზიუმის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დასახლებებზე, რათა განაახლონ სლოვიანსკში სვლა. უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განაახლეს კონტრშეტევა ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, მათი წინა ოპერაციების სამხრეთით.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონსა და მელიტოპოლში რუსული პასპორტების პირველი პარტია დაარიგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი