სიღარიბის ახალი ფორმულა

„ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ იმ ფორმულას, რომელიც უმწეოთა მდგომარეობის ობიექტურ რეალობას ასახავს“, –განაცხადა მთავრობის  სხდომაზე საქართველოს პრემიერ– მინისტრმა, ნიკა გილაურმა.

 „ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ იმ ფორმულას, რომელიც უმწეოთა მდგომარეობის ობიექტურ რეალობას ასახავს“, –განაცხადა მთავრობის  სხდომაზე საქართველოს პრემიერ– მინისტრმა, ნიკა გილაურმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ უკვე ნახა რეალურად რა არის ოჯახის უმწეობის განმსაზღვრელი ფაქტორები და არსებულ ფორმულას იურიდიულად გაასწორებს. მისი თქმით, ახალ ფორმულაში აღარ გაითვალისწინებენ იმ საყოფაცხვრებო საგნებს, რომლებიც ოჯახს იურიდიულმა პირებმა აჩუქეს. „გათვალისწინებული აღარ იქნება ფარდების მდგომარეობა და ტელევიზორი. გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ფუფუნების საგნები: ავტომობილი, პლაზმური ტელევიზორი და სხვა,“ – ამბობს პრემიერი.

„დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა უკვე შესაბამისი კვლევის ჩატარების და უკვე ახალი პარამეტრების არსებობის აუცილებლობა. უბრალოდ, ცხოვრების დონე შეიცვალა. მობილური ტელეფონი, საბჭოთა წარმოების სარეცხი მანქანა, საბჭოთა წარმოების ტელევიზორი და მაცივარი უკვე აღარ არის ის ფუფუნების საგანი, რომლითაც შეიძლება ოჯახის შეფასება მოახდინო“, –აღნიშნავს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გელა ჩივიაშვილი. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი არის ის, რომ თუკი სადმე დარჩა ღატაკი ოჯახი, ამ სოციალურ პროგრამაში ისინიც ჩაერთონ.

ჩივიაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ასევე ის, რომ თუ ოჯახს აქვს სხვა საცხოვრებელი ბინა ან აგარაკი, უკვე დაფიქსირდება, განსხვავებით ძველი ფორმულისგან და გავლენას იქონიებს ოჯახისთვის საბოლოო ქულების მინიჭებაზე.

შეფასების სისტემის მიხედვით, თუკი ოჯახს  57 000 ქულამდე მიანიჭებენ, მას უკვე ფულადი დახმარება ეკუთვნის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი