საზოგადოება

მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა – პესკოვი

9 მაისი, 2022 • 967
მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა – პესკოვი

რუსული რია ნოვოსტის ცნობით, მოსკოვში 9 მაისის აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა. როგორც მედია იუწყება, მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილის გაუქმება ცუდ ამინდს უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„კითხვაზე, გაუქმდა თუ არა მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი, პესკოვმა დადებითად უპასუხა“, – წერს რია ნოვოსტი.

დღეს რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების 77 წლისთავს აღნიშნავენ.

9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, ტრადიციულად რუსეთის არმიის სამხედრო აღლუმი იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს სატანკო კოლონები, სარაკეტო დანადგარები, სამხედრო თვითმფრინავები და ათასობით ჯარისკაცი.

___

24 თებერვალს რუსულმა არმიამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო.

უკრაინის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაანადგურეს რუსეთის არმიის 199 თვითმფრინავი, 158 ვერტმფრენი და 377 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მილიონობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

___

მთავარი ფოტო: ამერიკის ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი