საზოგადოება

ბარსელონაში ქართველი ძმები დაიღუპნენ

5 მაისი, 2022 • 9616
ბარსელონაში ქართველი ძმები დაიღუპნენ

ესპანეთში, ბარსელონაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.

დაღუპულები არიან ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები. ისინი წარმოშობით სამტრედიიდან იყვნენ.

ესპანური მედიის თანახმად, ბარსელონის პროვინციაში, სანტა კოლომას მუნიციპალიტეტში, სენ ხოაკინის ქუჩის N23-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ოთხშაბათს, 4 მაისს, დილის 4 საათზე გაჩნდა.

ხანძარს, საქართველოს ორი მოქალაქის გარდა, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი