ნეტგაზეთი | იმერეთში გათოვდა იმერეთში გათოვდა – Netgazeti
Batumelebi | RU

იმერეთში გათოვდა

იმერეთში გათოვდა, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

იმერეთში გათოვდა, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

“ამ წუთებში მცირედ თოვს, დღის შუა მონაკვეთში შესუსტდება და ღამით საერთოდ შეწყდება”,-ამბობს გვაზავა.
თოვლი იმერეთში განაპირობა გუშინ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსულმა ცივმა მასებმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს საქართველოში, გვაზავას თქმით, დღის ბოლოს ქარი ჩადგება, თუმცა გაძლიერდება ყინვა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

დასავლეთში ღამით ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთში კი შიდა ქართლსა და კახეთში 7-8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის თქმით, ტემპერატურა მკვეთრად 21 მარტიდან რამდენიმე დღის მოიმატებს.
ყინვებმა არ არის გამორიცხული დააზარალოს ყვავილობაში მყოფი ნუში და ტყემალი, აცხადებს გვაზავა. სხვა მცენარეებს კი გაყინვა ჯერ არ ემუქრებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე