საზოგადოება

იმიტირებული ”ქრონიკა”ნაადრევი მშობიარობის მიზეზი გახდა

8 აგვისტო, 2011 | | 987
იმიტირებული ”ქრონიკა”ნაადრევი მშობიარობის მიზეზი გახდა

იმიტირებული ”ქრონიკის” ეთერში გასვლის შემდეგ ორსეულს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

31 წლის ნათია თომაძე  ექიმების დიაგნოზით მშობიარობას 14 –15 აპრილს ელოდებოდა.  ნათიას   მულმა, თამარ ვეფხვაზემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ის ძალიან ცუდად გახდა,  აღელდა, იტირა, გამთენიისას კი  წყლის დაღვრა დაეწყო. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ პაციენტს  საკეისრო კვეთის გაკეთება დასჭირდა.

ამჟამად ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია,  საკეისრო ოპერაციის შემდეგ დედა თავს სუსტად გრძნობს.

ნათია თომაძემ   ქორიძის სახელობის #4–ე სამშობიაროში იმშობიარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი