საზოგადოება

უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა — გაერო

3 მარტი, 2022 • 889
უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა — გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა მოსაზღვრე პოლონეთში, ნაწილი- რუმინეთში, მოლოდვაში, სლოვაკეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

გაეროს განცხადებით, ეს რიცხვი ყოვედღიურად სწრაფად იზრდება და შესაძლოა, იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რიცხვმა 12 მილიონს მიაღწიოს. უკრაინაში 44 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძროდა სეპარატისრული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი