საზოგადოება

352 მოკლულიდან 14 ბავშვია — უკრაინის შსს

28 თებერვალი, 2022 •
352 მოკლულიდან 14 ბავშვია — უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვია.

გარდა ამისა, დაშავდა 1 684 ადამიანი, მათგან -116 ბავშვი.

ეს შეიძლება არ იყოს სრული მონაცემები, რადგან უკრაინის ქალაქები ამ წუთებშიც იბომბება და არის შეტაკებები სხვადასხვა წერტილში.

რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო.

მთავარ ფოტოზე: თავდასხმა კიევის გარეუბანში სამხედრო ობიექტზე / Verkhovna Rada/Telegram

მასალების გადაბეჭდვის წესი