საზოგადოება

ევროკომისართან საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ვისაუბრე – პრემიერი

27 თებერვალი, 2022 • 8568
ევროკომისართან საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ვისაუბრე – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს, 27 თებერვალს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

ოლივერ ვარჰეი ევროკომისარია სამეზობლო პოლიტიკისა და EU-ს გაფართოების საკითხებში. ღარიბაშვილმა ეს ინფორმაცია ტვიტერზე გაავრცელა.

“მქონდა კარგი და პროდუქტიული საუბარი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ამ რთულ პერიოდში. შევეხეთ სიტუაციას უკრაინასა და ჩვენს რეგიონში და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთგზის მოითხოვა მისი ქვეყნისთვის EU-ში გაწევრიანების პერსპექტივის მიცემა. წევრობის პერსპექტივა, იგივე დაპირება/აღიარებაა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება. ამ დრომდე ასეთი დაპირება არც საქართველოს, არც უკრაინას და არც მოლდოვას არ აქვთ.

26 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ინიციატივით გამოვიდა.

„პოლონეთი მხარს უწერს უკრაინის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინას დაუყოვნებილ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები“, – წერს იგი ტვიტერზე.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ევროკავშირის აღდგენის ფონდზე.

„უკრაინა იმსახურებს ამას“, – წერს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი