საზოგადოება

იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, კონფლიქტი უნდა გადაწყდეს დიპლომატიით – ღარიბაშვილი

23 თებერვალი, 2022 • 4431
იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, კონფლიქტი უნდა გადაწყდეს დიპლომატიით – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის კრიზისზე საუბრისას აცხადებს, რომ იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის.

„ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ ევროპის რიგმა ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა. ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით, ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, ასევე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა:

„ზოგადად, მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების, დიპლომატიის გზით. ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით“.

ღარიბაშვილის თანახმად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „საკმაოდ თავშეკავებულია“ და „ჯერჯერობით მტკიცე თავშეკავებას იჩენს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი