გუშინ „მზიურთან“ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მდინარე ვერეს ხეობაში და „მზიურში“ გამავალი მაგისტრალის მშენებლობით უკმაყოფილო ადამიანები. სოციალურ ქსელ ფეისბუქში დარეგისტრირებულ ასეთ ადამიანთა რიცხვი 1857-ია, თუმცა შეხვედრას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა. აქციის მონაწილეებმა დაათვალიერეს მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლის სამუშაოები, ასევე ბაზა, სადაც სამშენებლო მასალები და პროექტზე მომეშავე ადამიანების შტაბ-ბინაა მბლიზებული. როგორც აქციის მონაწილე დავით გოგიშვილი ამბობს, „მზიურში“ მაგისტრალის გაყვანის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ მდინარე ვერეს ხეობა დიდი ხნის განმავლობაში ბინძურდებოდა, ხოლო ახლანდელი მაგისტრალის მშენებლობის პროცესში დაბინძურების წყაროები შემცირდება, დაყენდება კოლექტორი“. გოგიშვილი თვლის, რომ არგუმენტი რელევანტური არაა, რადგანაც მერიის მოვალეობაში თავისთავად შედის მდინარის ხეობის დასუფთავებაზე ზრუნვა.
მაგისტრალის მშენებლობა

ასევე:
-
მცხეთის დაცარიელებული ტურისტული ადგილები [ფოტორეპორტაჟი] -
დაცარიებული ქალაქები კორონავირუსის პანდემიისას – ფოტორეპორტაჟი -
მიწისძვრა კალიფორნიაში [ფოტოალბომი] -
ხუთდღიანი ბრძოლა ხანძართან – ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ხეობიდან
-
02.11.2026 პრემია „ლიტერა“ 2026 -ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია -
02.11.2026 დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე – ადვოკატი -
02.11.2026 RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა -
02.11.2026 გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს -
02.11.2026 თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით -
02.11.2026 ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა სასამართლოში დაიხურა