პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინის მხარადმაჭერ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

შესაბამისად “ქართულმა ოცნებამ” არ გაითვალისწინა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა, რომ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია, როგორ აგრესორი, ნახსენები ყოფილიყო.

კომიტეტის სხდომა, რომელიც დღეს, პირველ თებერვალს, გაიმართა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია ცდილობდა, უმრავლესობისგან მიეღო არგუმენტი, რატომ არაა რეზოლუციაში რუსეთი ნახსნები და ასე დაერწმუნებინა ისინი, რომ უკრაინის მხარდამჭერ ტექსტში რუსეთის ხსნება აუცილებელია.

კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა, და მას კენჭიც არ უყარა.

შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს.

რეზოლუციის ტექსტს დღესვე პლენარულ სესიის სხდომაზე უყრიან კენჭს.